Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობას მიმდინარე თვის ბოლომდე მზად ექნება

56bc207219413
დავით ჯალაღონია
11.02.16 09:45
2120
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობას მიმდინარე თვის ბოლომდე მზად ექნება. აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
 
"სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, პრემიერის დავალების შესაბამისად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ადმინისტრაციული ხარჯები და უკვე კონკრეტულ წინადადებებს პრემიერი გაგაცნობთ, როდესაც მზად იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარია.