Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა

59df7b9e351c3
BM.GE
12.10.17 18:25
698
ერთი ბიტკოინის ფასმა $5,231 შეადგინა, რაც 7.6 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა რეკორდი კრიპტოვალუტისთვის $5,013 იყო, რომელსაც ბიტკოინმა 2 სექტემბერს მიაღწია.

Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება წლიურად 424 %-ით გაიზარდა.

გასულ წელს კრიპტოვალუტის ღირებულება $650-ზე ნაკლები იყო.

ბოლო დღეებში კრიპტოვალუტა ეთერიუმის ღირებულებაც საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა ბიტკოინისგან განსხვავებით, მისი კურსი არც ისე მაღალია. 1 ეთერიუმის ყიდვა დაახლოებით, 306 აშშ დოლარად შეძლება.