Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვაქვს ღარიბი ეკონომიკა

568428107f66b
BM.GE
30.12.15 22:43
1444
"საუბედუროდ ეკონომიკა არის ესეთი, - ჩვენ გვაქვს ღარიბი ეკონომიკა", - აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „2030“ განაცხადა. ყოფილი პრემიერის თქმით, ლარის კურსის ცვლილება რეგიონში კრიზისის შედეგია და არა მთავრობის ცუდი მუშაობის.
 
"ლარის დევალვაციამ, საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდინა ბიზნესის ნაწილზე და მოსახლეობაზე, მაგრამ დევალვაცია არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. რეგიონში მომხდარი პრობლემები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ევროპის ქვეყნები, - მაჩვენეთ სხვა სახელმწიფო რომელიც იყო უფრო წარმატებული ვიდრე საქართველო. როდესაც ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორი დევალვაციას განიცდის და უფრო მეტად ვიდრე ჩვენ, - რა თქმა უნდა საქართველო ამას ვერ გადაურჩებოდა.

საუბედუროდ ეკონომიკა არის ესეთი, - ჩვენ გვაქვს ღარიბი ეკონომიკა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.