Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BGEO სვანეთში ჰესების მშენებლობას იწყებს

5936a7686d6fe
BM.GE
06.06.17 16:59
1648
სვანეთში, ჰესების კასკადის „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ მშენებლობა დაიწყო.

პროექტს BGEO-ს შვილობილი „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, ავსტრიულ RP Global Investment-თან ერთად ახორციელებს.

ჰესების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 

მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები. ნებისმიერი ენერგოობიეტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დასვენებისთვის, ტურისტებისთვის და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელ შრომაზე, ყველამ თავის ადგილას მასზე დაკისრებული საქმიანობა უნდა შევასრულოთ პირნათლად და ხარისხიანად. ეს იქნება ის ძალა, რაც ჩვენს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება კი ყველა მოქალაქის, ჩვენი მეგობრების თუ პარტნიორების სურვილია. ვიყოთ ერთიანები ამ მიზნის მიღწევაში და ერთად ვიხილოთ ამ პროგრესის შედეგები.“ - განაცხადა კახა კალაძემ.