Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BGEO მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ენერგეტიკაში მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

5927d902a6c6a
ელენე გოგბერაშვილი
26.05.17 11:25
1037
"BGEO ჯგუფი, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სფეროში მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს. როგორც BGEO-ჯგუფის გენერალური დირექტორი აცხადებს, ახლო მომავალში ისინი გეგმავენ ენერგეტიკის მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება დაანონსონ. ჯგუფს ინეტერსი აქვს როგორც ქარის, ისე მზის ენერგიის პოტენციალის ათვისების მიმართულებით, რაშიც სამომავლოდ საკმაოდ მოცულობით ინვესტიციებს განახორციელებენ.

"მალე წარვადგენთ ჰესის მშენებლობის პროექტს სვანეთში. აგრეთვე ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ პროექტებზე როგორც ქარის, ისე მზის ენერგიის მიმართულებით. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო ექსპერტები და ვფიქრობთ, საქართველოში ქარის და მზის ენერგიის კუთხით არის პოტენციალი. ჩვენ ვფიქრობთ, შემდეგი 5-7 წლის განმავლობაში მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ ენერგეტიკის სფეროში", - აცხადებს ირაკლი გილაური.