Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BGEO ჯგუფის აქციების ფასმა მოიმატა, "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციები კი შემცირდა

5923e98fbd4bb
BM.GE
23.05.17 11:39
718
საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" ინფორმაციით, BGEO ჯგუფის აქციები დაიხურა 36.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც +2.13% -ია წინა კვირასთან შედარებით და +5.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 404 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.90 – 37.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 94 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.25%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 2.04%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.02% შეადგინა.

რაც შეეხება თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციებს, ვაჭრობა დაიხურა 16.03 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც -2.49% -ია წინა კვირასთან შედარებით და +4.29% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 423 ათასს გადააჭარბა, GBP 15.85 – 16.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც -5.51%-ია წინა კვირასთან შედარებით და -3.23% წინა თვესთან შედარებით. ამასთან, BGEO ჯგუფმა 17 მაისს გაყიდა GHG-ის 9.5 მლნ აქციები და შესაბამისად წინა კვირაში ვაჭრობის მოცულობამ 10 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.37 – 3.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 564 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 7.96% შეადგინა.