Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბექა ჯაყელი Check in Georgia"-ზე: "შეფასების მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია"

59c7468b999e8
BM.GE
24.09.17 10:00
858
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ბექა ჯაყელის აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საერთაშორისო სპორტული და კულტურული პროექტების შეფასების მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ჯაყელმა „ანალიტიკას“ პროექტ „Check in Georgia”-ს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ხორციელდება და მისი ეფექტიანობის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ არის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

„განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით საერთაშორისო სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების გამართვა ყველაზე აქტუალურია. მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ფულის დახარჯვა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი, სადაც ღონისძიება ხორციელდება უცნობია და სახელმწიფოს მიზანია, მისი პოპულარიზაცია და კონკრეტული ბიზნესების დაინტერესება. ჩემი აზრით, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობით თუ თანამონაწილეობით გამართული საერთაშორისო ღონისძიება, როდესაც 1 დოლარს მოაქვს 10 დოლარი უცხოელი ტურისტისგან პირდაპირი და არაპირდაპირი სახით“, - განაცხადა ჯაყელმა.

ცნობისთვის: საიას მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2016 წელს „Check in Georgia”-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან – 2 958 ბილეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ, 49 ქვეყნიდან იყიდეს, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23%-ს შეადგენს. ამასთაბ, „Check in Georgia”-ს საშუალებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის.