Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბელარუსში საპენსიო ასაკი გაზარდეს

56fa3c310d82b
BM.GE
29.03.16 12:23
1154
ბელარუსიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საპენსიო ასაკი 3 წლით გაზარდოს. "მიღებული იქნება პირველი აქტი, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ემსახურება: ქალებისათვის საპენსიო ასაკი 58 წელი, მამაკაცებისათვის კი 63 წელი იქნება. უახლოეს დროში ხელმოწერილი იქნება აქტი რომელიც ამას განსაზღვრავს", - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა. ნატალია კაჩაროვას განცხადებით, განხილული ვარიანტებიდან არჩეულია "შედარებით რბილი და მისაღები". ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ვარიანტის შემთხვევაში შენარჩუნდება მანევრის საშუალება, რომელიც მომავალში საპენსიო ასაკს გაზრდის, თუკი ეს გარდაუვალი იქნება.
 
ამ დროისათვის ბელარუსში საპენსიო ასაკი ქალებისათვის 55 წელია, მამაკაცებისათვის 60 წელი. ხელისუფლება განიხილავს ზღვრული ასაკის გაზრდის 3 ვარიანტს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მეტნაკლებად მისაღები ვარიანტია რომ გაზრდილი საპენსიო ასაკით რეგულირება ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდეს.