Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზარზე ახალი მინერალური წყალი "ზეკარი" გამოჩნდება

5901e2af08c0d
ნინო კვინტრაძე
27.04.17 16:21
1560
იმერეთში მინერალური წყლის "ზეკარი" ჩამოსხმა იწყება. ადგილზე ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და 1 თვის ვადაში მისი ოფიციალური გახსნა იგეგმება.
კომპანიაში "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობენ, რომ საწარმო ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და ის როგორც მინერალური, ასევე მტკნარი წყლის ჩამოსხმას უზრუნველყოფს.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ მინაძე ამბობს, რომ ქარხნის წარმობა დღეში 30 000-დან 50 000 ბოთლამდე იქნება, მისი რეალიზება კი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე მოხდება; კომპანია მოლაპარაკებებს ექსპორტთან დაკავშირებითაც აწარმოებს, საექსპორტო ქვენებს შორის მოიაზრება არაბეთის გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანაც. ადგილზე 28-დან 40 ადამიანამდე დასაქმდება.

კომპანია "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია, საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია კი ჯამურად მილიონ ლარამდეა.