ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, რეგიონის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.
"საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.