Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო - საცხოვრებელი "პორტა თაუერი" მაისში გაიხსნება

58fdf2e39e647
სალომე მეცხვარიშვილი
25.04.17 10:40
1113
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო - საცხოვრებელი "პორტა თაუერი" მაისში გაიხსნება. როგორც "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს, მომდევნო თვეში გაიხსნება საცხოვრებელი კომპლექსი, თუმცა, სასტუმროს მოწყობა შენობაში ჯერ დაწყებული არ არის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

"პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, "პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა. პროექტისთვის მთლიანობაშ 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება.