Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში ცემენტის ქარხნის მშენებლობა იგეგმება

56d02567c722d
BM.GE
26.02.16 14:13
1170
"აშკალეცემენტმა" ბათუმში ცემენტის ქარხნის მშენებლობისადმი ინტერესი გამოხატა.
 
პროექტის მიხედვით კომპანია 50 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე ცემენტის დაფქვისა და შეფუთვის ქარხნის მოწყობაში 30 მლნ აშშ დოლარის, მზა ბეტონის წარმოების უზრუნველყოფისთვის კი 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საწარმო პირველ ეტაპზე 140 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სატრანსპორტო და სხვა მომსახურეობებზე კი ჯამში 1500 -მდე ადამიანი დასაქმდება.