Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბარბარე ჯორჯაძის, მშრალ ხიდზე ნაპოვნი წიგნის რეცეპტები თბილისის რესტორნებში ცოცხლდება

56ddb4e3887e6
BM.GE
07.03.16 22:08
1798
"კნ. ბარბარე ჯორჯაძის შედგენილი სამზარეულოს გამოცემა გადავწყვიტეთ იმ მოსაზრებით, რომ ქართველი დიასახლისებისათვის მიგვეწოდებინა ისეთი სრული ქართული და ევროპული საჭმელების სამზარეულო, რომელიც უნაკლო იქნებოდა ყოვლის მხრივ. ამ მხრივ კნ. ჯორჯაძის შედგენილი სამზარეულო მართლაც უნაკლოა და იგი დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს დიასახლისებს", - ამონარიდი ბარბარე ჯორჯაძის წიგნის "სრული სამზარეულოს" 1914 წლის გამოცემიდანაა. სწორედ ამ დროით დათარიღებული წიგნი, ზვიად ქურასბედიანმა მშრალ ხიდზე შეიძინა. წიგნში 800-ზე მეტი ტრადიციული ქართული რეცეპტია ასახული, ამ დროისთვის მათგან 30-ზე მეტი უკვე რესტორან "ბარბარესთან" გაცოცხლდა.
 
"ეს არის მყუდრო ქართული ბინა, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობს დიდი, ხმაურიანი, სტუმართმოყვარე ოჯახი, რესტორნის მფლობელები დედა, მამა და 10 შვილია", - ამბობს ზვიად ქურასბედიანი. მისი თქმით, ქართული ტრადიციული სამზარეულს რესტრნის გახსნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა და ამ მიზნით რეცეპტების შეგროვებას ახდენდა, თუმცა მათი რაოდენობა მწირი იყო.

"ჩვენ ვართ პირველი მერცხლები, ვინც ქართულ სამზარეულოში პორციული ქართული კერძები შემოიტანა. ეს არის ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულო წიგნის მიხედვით დამზადებული კერძები. თურმე არმოჩნდა რომ ქართველებს უგემრიელები პორციული კერძები გვქონია რომელიც დაკარგული იყო. ბარბარე ჯორჯაძის სიცოცხლეში მისი რამდენიმე ბროშურა იყო გამოცემული, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მისმა შვილმა, წიგნად შეკრა. კერძების უმეტესობა სრულიად უცნობი იყო", - ამბობს რესტორნის მფლობელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. მისი თქმით, ყველაზე რთული კერძებისთვის საჭირო ბიოპროდუქციის მოძიებაა, რომლის შეძენაც უმეტესად რეგიონებში ხდება. მენიუ დაამუშავა და თანამედროვე სტანდარტებით შეადგინა ქართველმა შეფ - მზარეულმა ლევან კობიაშვილმა. "ყველაფერი დამზადებულია ისე, როგორც ამას დიდი ქართული ოჯახების შინაურ სამზარეულოში და როგორც ამას თავად მწერალი ქალი, ბარბარე აკეთებდა".

ამ დროისთვის ბარბარე ჯორჯაძის წიგნის ინტერნეტ ვერსია გახდა ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი მისი ხელახლა დაბეჭდვაც იგეგმება.

8 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ოთახი გაიხსნება.