Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყო

59020416d73e9
BM.GE
27.04.17 19:15
1282
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, AzRusTrans-მა უკვე მიიღო შეთავაზება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთის გადატანას გულისხმობს. AzRusTrans-ის თავმჯდომარის განცხადებით, გარკვეული წინადადებები უკვე მიღებულია უზბეკეთიდან, ასევე თურქმენეთიდან.

"უკვე მივიღეთ უზბეკეთიდან წინადადება პოლიმერის გადაზიდვაზე. ამჟამად უზბეკეთს ტვირთი ევროპაში ნოვოროსიისკისა და რიგის პორტებიდან გააქვს. ბაქო-თბილისი-ყარსი უფრო მომგებიანია".

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების შეთანხმებით შენდება. მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.