Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბანკები, რომლის მომსახურებითაც კლიენტები ყველაზე მეტად კმაყოფილები არიან

59df16fe586f0
BM.GE
12.10.17 11:12
907
გამოკითხული რესპოდენტების 49,1% ყველაზე მეტად თიბისი ბანკის მომსახურებით არის კმაყოფილი. მეორე ადგილზე საქართველოს ბანკია 25%-ით ხოლო მესამე პოზიციაზე კი ხალიკ ბანკი 4,2%-ით.

რესპოდენტები ყველაზე მეტად უკმაყოფილო ლიბერთი ბანკის მომსახურებით არიან, - კითხვაზე „რომელი ბანკის მომსახურების სერვისი არ მოგწონთ ყველაზე მეტად?“ - რესპოდენტების 50%-მა სწორედ ლიბერთი ბანკი დაასახელა. რესპოდენტების 18,6%-ს ყველაზე მეტად საქართველოს ბანკის მომსახურების სერვისი არ მოსწონს, ხოლო 15,1%-ს კი თიბისი ბანკის.

საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკის შერჩევისას რესპოდენტების 34%-ზე გავლენა მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმმა და კომპეტენტურბამ განაპირობა, 29%-ის შემთხვევაში მთავარი მომსახურე პერსონალის დადებითი და თავაზიანი დამოკიდებულებაა, ხოლო 25%-სთვის მომსახურების სისწრაფე.

ყველაზე ცუდი მომსახურების მქონე ბანკის შერჩევისას რესპოდენტების 37%-ის არჩევანი ყველაზე მეტად მომსახურე პერსონალის დაბალმა პროფესიონალიზმმა განაპირობა, 19,5% რიგში დგომის ხანგრძლივობას ასახელებს, 18,9% მომსახურე პერსონალის უარყოფით დამოკიდებულებას, ხოლო 13% კი მომსახურებაზე გაწეულ დროს.

რესპოდენტების 33,2% მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით საკუთარ უკმაყოფილებას ბანკშივე აფიქსირებს, 63% კი უკმაყოფილებას არ აფიქსირებს.

გამოკითხული რესპოდენტების 90% იმ ბანკის კლიენტია, რომლის მომსახურებითაც ყველაზე კმაყოფილია. კითხვაზე „ხართ თუ არა იმ ბანკის კლიენტი, რომლის მომსახურებითაც ყველაზე უკმაყოფილო ხართ“, - რესპოდენტების 34% ამბობს რომ -კი.

რესპოდენტების 73% ამბობს, რომ მომსახურების სერვისით უკმაყოფილების გამო ბანკი შეუცვლია.

გამოკითხვაში, რომელიც ინტერნეტ სივრცეში Business Media Georgia-ს მიერ ჩატარდა, მონაწლეობა 366-მა რესპოდენტმა მიიღო, მათი უმეტესობა - 76,7% თბილისში ცხოვრობს, 5,9% კი ქუთაისში, 3,7% ბათუმში, 2,5% ფოთში, 2,2% რუსთავში, 1,4% გორში, 0,8% ზუგდიდში, 0,6% ხაშურში, 0,6% ქობულეთში, 0,6% კი ოზურგეთში. გამოკითხული რესპოდენტების 51,7% 24-35 წლისაა, 21,6% 35-44 წლის, 13,2% 44-55 წლის, ხოლო 7,3% 55 წელს გადაცილებულია.