Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბანკ "რესპუბლიკაში" ელექტრონული ხელმოწერის სისტემა დაინერგა

566ab0819685a
BM.GE
11.12.15 15:14
1323
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის დანერგვას დაესწრო და ბანკში პირველი ელექტრონული ხელმოწერა განახორციელა.

"რესპუბლიკა" მეორე კომერციული ბანკია საქართველოში, რომელიც ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას შეუერთდა. ელექტრონული ხელმოწერის თანამედროვე სისტემის დანერგვით ბანკი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს თავის კლიენტებს გარკვეულ საბანკო ოპერაციებზე ხელმოწერა არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად განახორციელონ.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბანკი "რესპუბლიკა" პირველია, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში თავის მომხმარებელს ელექტრონულ ხელმოწერას სხვა საბანკო ოპერაციებთან ერთად, საკრედიტო ხელშეკრულებაზე შესთავაზებს.

"ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

"პირველყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქაღალდის ოპერაციების გაუქმება და ასე ვთქვათ "ჭკვიან პედზე" ხელმოწერა, ეს ამარტივებს მთლიანად ბიზნეს პროცესს, რომელსაც აქვს სამი ძირითადი უპირატესობა. პირველი, ახალი ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა მომსახურების საკომისიოების შემცირებაში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმ რეგიონებში, სადაც მცირე მოსახლეობის გამო არ არის საბანკო ფილიალები, შესაძლებელია საბანკო სერვისების მიწოდება ფილიალის გარეშე, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას საბანკო სერვისებზე რეგიონებში და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობდნენ შეეძლებათ საბანკო სერვისების მიღება, და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს მომსახურების დროს კლიენტისთვის, რაც ასევე კომფორტულია მათთვის. ამიტომ ეს ახალი ბიზნეს პროცესი და ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მივულოცო ბანკ "რესპუბლიკას" და მის ყველა თანამშრომელს ამ პროექტის განხორციელება და აღვნიშნო, რომ დღვანდელი დღე ელექტრონული ხელმოწერის პროექტის განითარებისთვის კიდევ ერთი წინგადაგდმული ნაბიჯია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.