Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" თანამშრომლებთან შესახვედრად ალტერნატიული ადგილის დასახელებას სთავაზობს

56dd2d2e9509c
BM.GE
07.03.16 11:23
1359
ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს თანამშრომლებთან შესახვედრად ალტერნატიული ადგილის დასახელებას სთავაზობს. როგორც გადაბაძე აცხადებს, შენობა სადაც დღეს ტელევიზიაა განთავსებული, არ ეკუთვნის შ.პ.ს. "სტუდია მაესტროს", შესაბამისად გადაბაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძე ტელევიზიის მართვას, აღნიშნული შენობიდან ვერ მოახერხებს. ბაია გადაბაძე ასევე მოუწოდებს ტელეკომპანიის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში შეხვდნენ ლევან გაჩეჩილაძეს და მისგან მოისმინონ სამუშაო პირობები.
 
"მე ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც ხელისფლების ბრძოლას ტელევიზიის წინააღმდეგ. აქ არაფერ შუაში არ არიან მეწილეები და ლევან და გია გაჩეჩილაძეები. ისინი ჩემდა სამწუხაროდ არიან მხოლოდ ინსტრუმენტები.

რაც შეეხება იმას, რომ ლევან გაჩეჩილაზე აპირებს ტელევიზიაში მოსვლას და თანამშრომლებთან გასაუბრებას, - მე მას ვეტყვი რომ ეს შენობა არ ეკუთვნის შ.პ.ს "სტუდია მაესტროს". ეს ძალიან კარგად იცის ლევანმაც და უკვე მთელმა საქართველომაც. მე ვარ ამ შენობის მფლობელის მინდობილი პირი, შესაბამისად ტელევიზიის მართვას ლევანი ამ შენობაში ვერ შეძლებს და ვერ განახორციელებს ამის გაკეთებას. მე მასთან მაქვს შეთავაზება, გამოაცხადოს სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები და გააცნოს რა შეთანვაზებაც აქვს, რა პირობებზე მუშაობას სთავაზობს თანამშრომლებს. ასევე მივმართავ მაესტროს თანამშრომლებს, - მეგობრებო თუ თქვენ გაინტერესებთ ლეvან გაჩეჩილაძესთან, ახალ დირექტორთან თანამშრომლობა, გაესაუბრეთ მას, გაიგეთ რას გთვზობთ.

თქვენ იცით რას გთავაზობთ მე, - მე გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული. მე თქვენ გთავაზობთ რთულ ვითარებაში მუშაობას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტელეკომპანიის ფუნქციონირება არ შეჩერდეს.

გააკეთეთ არჩევანი მეგობრებო, - ეს არის ბრძოლა ხელისუფლებასა და "მაესტროს" შორის", - განაცხადა გადაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირდა.