Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაია გადაბაძე: ირაკლი რუხაძე 7,5 მილიონ დოლარს იხდიდა ტელეკომპანიის შინაარსში

56b84ed0eda1c
BM.GE
08.02.16 12:14
1178
ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა, ბაია გადაბაძემ მედიას ირაკლი რუხაძის მიერ მაკა ასათიანისთვის შეთავაზებული გარიგება წარუდგინა. გარიგების მიხედვით, ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიის 25 პროცენტი წილის მფლობელს 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობდა არხის, არამატერიალურ აქტივებში.

"დოკუმენტი, რომლის წარმოდგენაც მინდა დღეს, არის მტკიცებულება, თუ როგორ მიმდინარეობდა მაესტროს ხელში ჩაგდება. მე მსურს წარმოგიდგინოთ, 2015 წლის 29 მაისს, მოწერილი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი რუხაძემ მოწერა კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს. მე ამის გასაჯაროვებით ბევრ ადამიანს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, - მათ შორის მაკას და კოტეს.

ბატონი ირაკლი რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც იხდის 7,5 მილიონ დოლარს. მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს მას მაესტროში. გარიგების საგანი არის შემდეგი აქტივები: მაესტროზე, როგორც ბრენდზე უფლება, მაესტროს ლიცენზიები და სიხშირეები. შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, ანუ შინაარსი, საავტორო უფლებები მაესტროს მიერ წარმოებულ პროდუქტებზე. რომ განგიმარტოთ, ადამიანი 7,5 მილიონ დოლარს იხდის შინაარსში, არა მატერიალურ ფასეულობაში და შენობასა და ტექნკაში, არამედ შინაარსში.

ის ასახელებს გარემოებებს, - "გაურკვევლობა გიორგი გაჩეჩილაძეს წილებთან დაკავშირებით და ის რისკები რაც მას მოყვება; შემოთავაზებული ფასი არ ისახავს ამ წილის გამოსყიდვას, არ არსებობს საბოლოო შეთანხმება გია გაჩეჩილაძესთან".

ამაში ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიის შინაარსი. ეს გარიგება არ შედგა, რამდენიმე მიზეზით. თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა ამ აქტივებს, ის ბოდიში ამ სიტყვისთვის და გადააგდება დანარჩენ პარტნიორებს, რაც მან არ გააეკეთა", - განაცხადა გადაბაძემ.