Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაია გადაბაძე: ჩემი გაშვების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

56b332c2d9014
BM.GE
04.02.16 15:14
1093
ტელეკომპანია "მაესტროს“ დირექტორის პოსტიდან მის გადაყენებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაია გადაბაძე. მისი თქმით, ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ირაკლი რუხაძეს ტელევიზიის დახმარება სურს. ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძის დირექტორის პოსტზე დანიშვნას საჯარო რეესტრშიც გააპროტესტებს.

"ჩემს არასწორ ნაბიჯად ჩათვალეს გაკოტრების საქმის წარმოება და ასევე ლოგოს გადაცემა. გიამ და ლევანმა შემომთავაზეს, რომ დავრჩენილიყავი ტელევიზიაში სამუშაოდ. მე ვერ დამარწმუნეს, მათ რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება. მე მჯერა, რომ მათ შეიძლება სურდეთ კარგი ტელევიზიის გაკეთება. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს ტელეკომპანია „მაესტროს“. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე დღეიდან ვიწყებ გაფიცვას. მე ეხლა მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავარეგისტრირო ჩემი პროტესტი, რათა საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს დირექტორად", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.