მაესტრო 24-მა ავტორიზაცია აგვისტოში გაიარა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
"აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია და გუშინ იყო ის დღე, როდესაც ჩავრთე მაესტრო24. ტექნიკურად დავხვეწავთ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ვეცდები, ყველა არხს დიდი კონკურენცია გავუწიო.
მცირე ტექნიკური სტაფის მოძებნა არ გამიჭირდება, რაც ამ ეტაპისთვის საჭიროა", - განაცხადა კიკაბიძემ. რაც შეეხება მარეგილერებელი კომისიის წერილს, კიკაბიძის განცხადებით, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ის ორშაბათს წარადგენს.