Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა, შესაძლოა, TAPI-ის გაზსადენის პროექტი დააფინანსოს

5923fa644abcc
BM.GE
23.05.17 13:10
776
აზიის განვითარების ბანკმა, შესაძლოა, TAPI-ის გაზსადენის პროექტი დააფინანსოს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ADB არ გამორიცხავს, თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის პროექტში ჩაერთოს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემას ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში ბანკის მრჩეველმა განუცხადა.

მრჩევლის ინფორმაციით, ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, გაზსადენის რა ნაწილის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას ბანკი.

TAPI-ის გაზსადენი გულისხმობს თურქმენეთიდან გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის. გაზსადენის ინიციატორი თურქმენეთია. პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბამეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.

მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.