Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ლიმიტის 350 მილიონ დოლარამდე გაზრდას აპირებს

590c2f1ce9cf7
BM.GE
05.05.17 11:48
1213
საქართველო აზიის განვითარების ბანკთან ყოველწლიური საინვესტიციო ლიმიტის 350 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდაზე მოლაპარაკებებს იწყებს, გარდა ამისა, ბანკი განაგრძობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას საბიუჯეტო დახმარების ახალი პროგრამის საშუალებით, - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ADB-ის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი იჩენს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკთან თანამშრომლობის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო: შედეგიანი შეხვედრა გვქონდა ბატონ პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებია და ვითარება უმჯობესდება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურაში. ეს იმ დიდი პოტენციალის გამოყენების საშუალებას მოგცემთ, რაც თქვენს ქვეყანას ხელსაყრალი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქვს. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა იმისა, რომ გავზარდოთ ფინანსური დახმარების ლიმიტი საქართველოსათვის უფრო მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.