Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მოპოვება შემცირდა

58f74b427bfeb
BM.GE
19.04.17 15:33
947
იანვარ-მარტში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,464 მლნ ტონა, რაც 9,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამავდროულად, შემცირდა გაზის მოპოვება 6,8%-ით 6,955 მილიარდ კუბამეტრამდე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასულ წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსანტის ჩათვლით შეადგინა 41,03 მლნ ტონა, გაზის მოპოვებამ - 29,331 მლრდ კუბამეტრი.

ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, 2017 წელს ნავთობის მოპოვება შეადგენს 40 მლნ ტონას, გაზის - 29,561 მლრდ კუბამეტრს.