Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომობილის რომელი პარამეტრები შემოწმდება ტედათვალიერებისას

5a290c3d7e98c
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.17 14:14
870
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად სავალდებულო გახდება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის. 2019 წლის პირველი იანვრიდან კი ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომობილისთვის. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი - 100 ლარი ეღირება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

1. სამუხრუჭო აღჭურვილობა;

2. საჭით მართვის სისტემა;

3. ხილვადობა (მათ შორის საქარე მინა);

4. ფარები, შუქამრეკლი და ელექტრომოწყობილობა;

5. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

6. შასი და მისი შემადგენლები;

7. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი);