Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ასანთის ქარხანაში კომუნიკაციების შესაყვანად მთავრობამ 50 ათასი ლარი გამოყო - ემზარ ბასილაიას ქარხნის მშენებლობაზე უარი არ უთქვამს

591c6579e520b
სალომე მეცხვარიშვილი
18.05.17 10:05
1249
ბიზნესმენ ემზარ ბასილაიას სამეგრელოში ასანთის ქარხნის მშენებლობაზე უარი არ უთქვამს. კომპანია "მარსის" ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ასანთის წარმოებას დაახლოებით ერთ წელში დაიწყებს. კითხვაზე, მოაგვარა თუ არა ბანკთან პრობლემა, რომლის გამოც ბანკი სესხს არ აძლევდა და შესაბამისად, ასანთის წარმოებას ვერ იწყებდა, ბიზნესმენი პასუხობს, რომ სესხი დამტკიცებული ისევ არ აქვს. მისი თქმით, აპირებს, რომ შეკვეთებზე იმუშაოს და დაბრენდილი ასანთები გამოუშვას, რომელიც სასტუმროებსა და რესტორნებში განთავსდება. ასანთის ქარხანაში კომუნიკაციების შესაყვანად 5 მაისს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 50 500 ლარი გამოიყო.

განკარგულების მიხედვით, ასანთის ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასანთის მწარმოებელ საწარმომდე ელექტროენერგიის მიყვანასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უნდა გამოუყოს 50 500 ლარი. ბიზნესმენმა რამდენიმე თვის წინ "საქმის კურსს" განუცხადა, რომ ასანთის ქარხანას ვერ აშენებს, რადგან ბანკი სესხს არ აძლევს ბიზნესის არაპერსპექტიულობის გამო. მოგვიანებით ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ასანთის ქარხნის ნაცვლად დაფნის საწარმოს ააშენებს. დღეს ემზარ ბასილაია ამბობს, რომ არც დაფნის საწარმოზე უთქვამს უარი. ასანთის ქარხნის მშენებლობა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა.