Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

არგენტინის პრეზიდენტი 8 მილიონ მოქალაქეს საახალწლოდ 3 მილიარდი პესოთი დაეხმარება

56792f281f2b7
BM.GE
22.12.15 14:59
1288
არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საშობაო დღესასწაულების დროს მატერიალურად დაეხმარება, რათა კომპენსირება გაუკეთოს წინა კვირას ეროვნული ვალუტის, პესოს დევალვაციით მიყენებულ ზარალს.

პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ძირითად საქონელზე ფასები იზრდება და ამიტომ, 8 მილიონი მოქალაქე 400 პესოს (დაახლოებით $31) მიიღებს. მაკრიმ განაცხადა, რომ მიდის მუშაობა საწარმოებთან და პროფკავშირებთან. ჯამში კომპენსაციის მოცულობა 3.3 მლრდ არგენტინული პესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ატგენტინამ სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვები მოხსნა და შედეგად პესო 42.6%-ით გაუფასურდა.