15.Dec.2015 10:03
Economy

არჩილ მამათელაშვილი : "გაზპრომი" კომერციულზე მეტად პოლიტიკური კომპანიაა

არჩილ მამათელაშვილი : "გაზპრომი" კომერციულზე მეტად პოლიტიკური კომპანიაა
-საზოგადოებამ გაზპრომთან ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებების შესახებ რუსული მედიისგან შეიტყო. როდესაც ხელისუფლება ისეთ კომპანიასთან, როგორიც გაზპრომია მოლაპარაკებებს აწარმოებს, თქვენი აზრით, აქ ყველა მხარე ჩართული არ უნდა იყოს? 
 
- რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის კომპანიასთან ურთიერთობების ხელახლა აღდგენაზეა საუბარი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, თუნდაც იმაზე თუ რა აუცილებელმა ფაქტორებმა გამოიწვია ეს.

სავარაუდოდ აქ კონკრეტული კომერციული საკითხებიც იყო, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ იყო.

- იმ ფონზე, როდესაც სოკარი მზადაა კომერციული სექტორი დააკმაყოფილოს, მთავრობა ალტერნატიული მომწოდებელს გაზპრომის სახით რატომ ეძებს?

- არ ვიცი. მიზეზი შეიძლება იყოს ან დივერსიფიკაცია ან ფასი.

- აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა რისკის ქვეშ დადგეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია? ეს რისკი არსებობს?

- კი არსებობს, მაგრამ მეორეს მხირივ აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზის მოძებნა საკმოად გაუჭრდება. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთზე საკმაოდ დამოკიდებულია და კარგი ურთიერთობების არევა ორივეს დააზარალებს.

- უნდა იმუშაოს თუ არა მთავრობამ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული?

- დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მათი კომერციული გაზის ფასი სხვა ალტერნატივებთან შედარებით დაბალი არ არის , თუმცა პოლიტიკური ფასი აქვს. მნიშვენლოვანია, გაზსაცავის მშენებლობა.
 
გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების დაახლოებით 70%-ს გაზპრომი ევროპაში გაზის გაყიდვით იღებს, ისინი თვითონ არიან ევროპაზე დამოკედებულები და ამიტომ ევროპასთან მოლაპარაკებებზე ყოველთვის მიდიან. გაზპრომი "აშანტაჟებს" იმ სახელმწიფოებს, რომელთა წილი მათ ბალანსებში მნიშვნელოვანი არ არის.
 
- ბოლო ინფორმაციით, რომელიც ენერგეტიკის სამინისტომ გაავრცელა: “სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გეგმავს , რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. თუმცა მეორეს მხრივ, მოლაპარაკებებს ამ დროის განმავლობაში გაზპრომთან სწორედ მთავრობა მართვდა, თქვენი აზრით, მაშინ რატომ არ იყო კომერციული სექტორი ჩართული?

- ვერ გეტყვით. სავარაუოდ მიზეზი შეიძება იყოს ის, რომ გაზპრომსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვა იწყება და გაზპრომსა და ჩვენს შორის კომერციული ურთიერთობების აღდგენა ხდება (არსებული სომხეთის ტრანზიტს თუ არ ჩავთვლით), ამიტომ გაზპრომს პირველ ეტაპზე მთავრობის ჩართულობა სჭირდება. გაზპრომი კომერციულზე მეტად "პლიტიკური" კომპანიაა.

- ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში არსებობს მეთოდოლოგია ე.წ. სტრესს ტესტს, რომელიც გამოყენებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ქვეყნების რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შეფასების მიზნით. საქართველოც იყო ჩართული ამ პროცესში და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რისკები მინიმალურია.

- სტრეს ტესტები აგებულია გარკვეულ დაშვებებზე, რომლების სავარაუდოდ სტატისტიკაზე (რომელიც საკმაოდ მწირია პარამეტრული ტესტების ჩასატარებლად) დაყრდნობით არის გაკეთებული. რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ენერგომატარებლების ფასის ვარდნის პირობებში, იმდენად რთული განსასაზღვრია, რომ სტრეს ტესტები ზუსტ პასუხს მაინც ვერ მოგვცემენ.

- და ბოლოს, რას იტყვით რეფორმებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, რომ ევროპას დაუახლოვდეს?

- ყველა რეფორმა რომელსაც ევროპის ენეგეტიკული საზოგადოება ითხოვს შესაძლია სწრაფად ვერ განხორციელდეს, მაგრამ მათთან მოლაპარაკება შეიძლება. მნიშვნელოვანია ენერგო ბაზრის მოდელის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა, ჰეჯირების და საკლირინგო მექანიზმების ჩართვით. აგრეთვე, საჭიროა ინვესტიციების განხილვის პროცედურის დაჩქარება



14.Dec.2018 19:33
22

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
14

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
19

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
47

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More
13.Dec.2018 18:59
44

Foreign Direct Investments Reduced by 48% in Third Quarter of 2018

More
13.Dec.2018 18:58
31

“Justice System Reforms Need to be More Expeditious - We Will Probably use Foreign Judges”

More