16.Dec.2015 17:45
Business

არჩილ გაჩეჩილაძე: იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს საკუთრების უფლებები დაცული უნდა იყოს

არჩილ გაჩეჩილაძე: იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს საკუთრების უფლებები დაცული უნდა იყოს
"იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს საკუთრების უფლებები დაცული უნდა იყოს", - აღნიშნულის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა. გაჩეჩილაძე საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას უარყოფითან აფასებს და აღნიშნავს, რომ სასურველია თუ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
 
"ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კანონის მიღება საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის ძალიან ცუდია. მარტივად რომ ვთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობის უამრავი მეცნიერი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს საკუთრების უფლებები დაცული უნდა იყოს. ამაში იგულისხმება როგორც რეესტრი, ისე სასამართლო. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, მათ შორის დემოკრატია. როდესაც საკუთრების უფლებას ვარყევთ, ეს ძალიან ცუდია და პრეზიდენტის ვეტოც თუ მოჰყვება ამას კარგი იქნება, თუ არა საკონსტუტიიციო სასამართლოში საკუთრების ფუნდამენტური უფლების შერყევა ხდება. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ევროპაში ეს ასეა, მთელი ევროპის ყველაზე ცუდი კანონები და რეგულაციები ჩვენ რომ აქ მოვაგროვოთ, ამით არაფერი გამოვა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.



11.Dec.2018 12:55
8

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
47

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
74

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
52

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More
27.Nov.2018 17:34
167

FITCH’s Rating for Georgian Railway Improved

More
23.Nov.2018 13:08
115

Stamba Hotel wins the award of the Concept of the Year at the AHEAD Awards Europe

More