Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არასამთავრობოები "მაესტროს" მენეჯმენტს "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებენ

56b48c7fa4fec
BM.GE
05.02.16 15:48
1281
ბიზნესგაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია "მაესტროს" ახალ მენეჯმენტს საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებისკენ მოუწოდებენ, რათა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს.
 
"გავრცელებული ინფორმაცით, ტელეკომპანია მაესტროში მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" ფორამატის და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რაც ვფიქრობთ საზიანოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისათვის. გადაცემა "ბიზნესკონტაქტი“ დღიდან დაარსებისა გამოირჩეოდა ობიექტურობით მიუკერძოებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც ეკონომიკურ სივრცეში ერთერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. მივმართავთ ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი და არ ჩაერიონ სარედაქციო პოლიტიკაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა,  საზოგადოება და ბანკები, სიდა, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, მენაშენეთა ასოციაცია, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, საქრთველოს ატლანტიკური საბჭო, ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისათვის, ელენე ხოშტარია.