Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Apple-ის თანამშრომლებმა ახალ ოფისში გადასვლა დაიწყეს (ვიდეო)

598d903b2a5f7
BM.GE
11.08.17 15:07
883
Apple მალე $5 მილიარდიან ულტრათანამედროვე კამპუსში გადავა, სადაც ამ დროისთვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. თანამშრომლების ნაწილმა ახალ შენობაში გადასვლა უკვე დაიწყო.

Apple Park -ის ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები დასრულებულია. კამპუსის ცენტრში 1000 ადგილიანი სტივ ჯობსის სახელობის თეატრი იქნება განთავსებული.

შენობა კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, რომლის ექსტერიერი პენტაგონს ჰგავს. სახურავი მთლიანად მზის ელემენტებით არის დაფარული.

Apple-ის ახალი კამპუსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მან არა მხოლოდ ქალაქ კუპერტინოს იერსახე შეცვალა, არამედ ამ არეალის ტურისტულ მიმზიდველობაზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა.