Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Apple-ის ახალი პროდუქტები 18 მარტიდან გაიყიდება

56c1875ac3c35
BM.GE
15.02.16 12:04
1250
კომპანია Apple-ი გეგმავს ახალი iPhone და iPad-ის გაყიდვები 18 მარტიდან დაიწყოს. ახალი გაჯეტების პრეზენტაცია 15 მარტს არის დაგეგმილი და მათი ონლაინ გაყიდვები 3 დღეში დაიწყება. ნაკლებ სავარაუდოა რომ Apple-მ წინასწარი შეკვეთები მიიღოს. გამოცემა 9to5Mac-ი წერს, რომ Apple-მ გაყიდვების მხრივ ახალი სტრატეგია აირჩია. როგორც წესი კომპანია ონლაინ გაყიდვებს ახალი პროდუქციის პრეზენტაციიდან ერთ-ორ კვირაში იწყებდა და მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობდა წინასწარი შეკვეთის ფუნქციას. 15 მარტს დაგეგმნილ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი iPhone 5se და პლანშეტი, iPad Air 3 იქნება წარმოდგენილი. ასევე სიახლე იქნება Apple Watch.

9to5Mac-ის ინფორმაციით, ახალი 4დიუმიანი გაჯეტის დიზაინი არსებულის მიმსგავსებული იქნება, მომრგვალებული გვერდები ისევე როგორც iPhone 6s-ს. სხვა დანარჩენი მახასიათებლები iPhone 6-ის იდენტური იქნება. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერის ავტოფოკუსის საშუალებით, ე.წ ფრონტკამერა 1,2 მეგაპიქსელით, Apple A8 პროცესორით და NFC მეხსიერების ბარათით. სმარტფონის ეკრანი iPhone 5s-ის ანალოგიური იქნება. მოწყობილობა არ ფლობს 3D Touch-ის ფუნქციას. რაც შეეხება iPad Air 3, - ის თავის თავში მოიცავს კამერის განახლებულ სისტემას, შესაძლოა აღჭურვილი იყოს უკანა კამერა "ფლეშით". მოწყობილობა A9 პროცესორის ერთ-ერთ ვარიანტზე იმუშავებს. მისი დისპლეის ზომა 9,7 დიუმია. ასევე მოწყობილობა მოერგება Apple-სა და Smart Connector-ს აქსესუარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Apple-ს და iPencil-ის ახალი ჭკვიანი კლავიატურით ისარგებლებს.