Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ანასტასია გონჩაროვა: თუ მამა მილიარდერი იყო, ეს იყო რუბლში და ისიც გაუფასურებული კურსით

56ab6dca1c8eb
BM.GE
29.01.16 17:47
1225
25 წლის ანასტასია გორჩანოვა სასამართლომ კახა ბენდუქიძის, ოფიციალურ მემკვიდრედ აღიარა. რუსულ Forbes-თან ინტერვიუში ანასტასია გონჩაროვა, თავის მომავალ საქმიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კახა ბენდუქიძის მთავარი აქტივი "ცოდნის ფონდი" იყო.
 
"თუ მამა იყო მილიარდერი, ეს იყო რუბლში და ისიც გაუფასურებული კურსით. მითუმეტეს, თუ ის მილიარდერი იქნებოდა, სავარაუდოდ Forbes-ის სიაში შევიდოდა. მისი ქონების ზუსტი შეფასება ჯერ რთულია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არც მილიარდი ფუნტი, არც მილიარდი ევრო და არც მილიარდი დოლარი.

ბოლო წლებში მე და მამა ხშირად ვურთიერთობდით და დიდ დროს ვატარებდით ერთად: ერთად ვისვენებდით, ვმოგზაურობდით, თითქმის ყოველდღიური მიმოწერა გვქონდა. ამიტომაც მე მისი საქმიანიბის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. უმეტესად ჩვენ მის უნივერსიტეტებზე ვმსჯელობდით. მას აინტერესებდა ჩემი აზრი, რადგან იმ დროს მეც სტუდენტი ვიყავი, ბრიტანეთის, ესპანეთისა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვსწავლობდი", - აცხადებს ანასტასია გონჩაროვა.