31.Jan.2016 11:55
Economy

ანასტასია გონჩაროვა: მამაჩემის უნივერსიტეტები საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი გახდა

ანასტასია გონჩაროვა: მამაჩემის უნივერსიტეტები საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი გახდა
ანასტასია გონჩაროვა სასამართლომ კახა ბენდუქიძის ოფიციალურ მემკვიდრედ სცნო. რუსულ Forbes-თან ინტერვიუში კახა ბენდუქიძის ქალიშვილი თავის სამომავლო გეგმებსა და მემკვიდრეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი აქტივი, რომელიც წილად ხვდა "ცოდნის ფონდია“. ანასტასია გონჩაროვა ამ კუთხით, მამის საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
 
"სამართლებრივი თვალსაზრისით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მე კახას მემკვიდრედ არ ვითვლებოდი. დოკუმენტებსა და აქტივებზე არ მქონდა წვდომა. ახლა უკვე, როგორც აღიარებული შვილი, შევძლებ არსებულ სიტუაციაში გავერკვე. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება. 100 პროცენტით დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მამას თბილისში ერთი ბინა აქვს, რომელიც მემკვიდრეობით დედისგან მიიღო. მისი მთავარ “აქტივად" ცოდნის ფონდი დარჩა.

როგორც ჩემთვის ცნობილია ცოდნის ფონდის შექმნაში, დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ჩაიდო, რომლითაც თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერისტეტი დაარსდა. იმის გამო, რომ ეს სრულიად არაკომერციული პროექტია, შეუძლებელია შეაფასო რამდენს მოგიტანს ამ საქმეში ჩადებული ინვესტიცია. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლის შემდეგ, რეიტინგში 37-ე ადგილიდან მე-6 ადგილზე გადმოდის და ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტი ხდება. მამაჩემის უნივერსიტეტები საქართველოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გახდნენ. 

2011 წელს აგრარული უნივერსიტეტი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ის ჩამორჩენილი და არაპრესტიჟული დაწესებულება იყო. მთავრობამ მამას თხოვნით მიმართა აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება განეხორციელებინა ცოდნის ფონდის ეგიდის ფარგლებში, რათა ინვესტიციები მოეზიდა. მამამ საინვესტიციო ვალდებულებები თავის თავზე აიღო, რაც კეთილსინდისიერად შეასრულა და რაც საჭირო იყო, იმაზე მეტიც გადაიხადა. 2014 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლით პოლიტიკური პრობლემები შეიქმნა აგრარულ უნივერსიტეტში ჩადებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მისი წართმევა და ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთება სურდა. საქმეს ფართო რეზონანსი ჰქონდა, განსაკუთრებით სტუდენტებში, რომლებიც ამის კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ. სასამართლო პროცესი მხოლოდ 2015 წლის მარტში დასრულდა - სახელმწიფომ საბოლოოდ აღიარა, რომ ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში ინვესტიცია განახორციელა", - განაცხადა ანასტასია გონჩაროვამ. 



14.Dec.2018 19:33
55

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
46

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
45

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
55

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More
13.Dec.2018 18:59
47

Foreign Direct Investments Reduced by 48% in Third Quarter of 2018

More
13.Dec.2018 18:58
32

“Justice System Reforms Need to be More Expeditious - We Will Probably use Foreign Judges”

More