Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანაკლიის პორტს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს

56b878ee911e1
BM.GE
08.02.16 15:14
1395
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვების სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულ კომპანიად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოავლინა. კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანიის Conti International-ის ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება რამდენიმე ფაზად მოხდება. მისი თქმით მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, გარემოს დაცვითი დოკუმენტის მომზადების შემდეგ, კი 2017 წელს განახლდება.

"საქართველოში პორტის გარშემო შეიქმენება რამოდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ასევე ჩაფიქრებული გვაქვს რომ ადგილზე შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რაც ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა პრემიერმა.