Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოში სუპის ქარხანა "სუპინო" იხსნება

5673a6580d619
BM.GE
18.12.15 10:20
1447
საქართველოში ამიერკავკასიაში პირველად, სუპების ქარხანა „სუპინო“ იხსნება. ქართული სუპები ბაზარზე იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება. საწარმოს თბილისში კომპანია "Geo Food",-ი ხსნის და მასში 35 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის დირექტორი, დავით თაბაგარი აცხადებს, რომ სუპების დასამზადებლად მხოლოდ ქართული პროდუქტი იქნება გამოყენებული.

"უმაღლესი ხარისხის ქართულ ფქვილს და ზეთისხილის ზეთს გამოვიყენებთ. ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ჩვენს კონკურენტებს მაქსიმალურ კონკურენციას გავუწევთ. რაც მთავარია პროდუქციას ეწერება „დამზადებულია საქართველოში“. იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას გავუწევთ, როგორც ხარისხით ასევე ფასით", - აცხადებს თაბაგარი.

მისი თქმით, ქართული სუპების ფასი 40-45 თეთრი იქნება. თავდაპირველ ეტაპზე ცელოფანში დაფასოებული კუბიკების სახით ძროხის, ქათმისა და სოკოს პროდუქტი გამოვა.
კომპანია "Geo Food",-ი საქართველოს ბაზრის 50-60 პროცენტის ათვისებას აპირებს. არსებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონს შეადგენს, თუმცა კომპანია უახლოეს პერიოდში გაფართოვებას და აღნიშნული ციფრის 10 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს.