14.Dec.2015 12:08
World

ამერიკული კომპანია თანამშრომლებს 100 000 დოლარით დააჯილდოვებს

ამერიკული კომპანია თანამშრომლებს 100 000 დოლარით დააჯილდოვებს
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანია Hilcorp Energy, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებით არის დაკავებული, თანამშრომელებს წლის ბოლოს 100 ათასი დოლარით დააჯილდოებს. „ფორბსის“ ინფორმაციით, ფულად ბონუსს კომპანიის 1 381 თანამშრომელი მიიღებს. გამოცემის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ჯეფრი ჰილდებრანდმა თნამშრომლებს მსგავსი სიურპრიზი ხუთი წლის წინაც გაუკეთა, როდესაც თითოეული მათგანი 35 ათასი დოლარით დაასაჩუქრა. მიმდინარე წელს Hilcorp-მა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 150 ათას ბარელამდე გაზარდა, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებიც უფრო მეტ ფულად ბონუსს მიიღებენ, ვიდრე ეს ხუთი წლის წინ იყო.

Hilcorp Energy 1989 წელს დაარსდა. კომპანიის სათავო ოფისი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს. 2015 წელს კომპანია ზედიზედ მესამედ მოხვდა დასაქმებისთვის საუკეთესო კომპანიებს შორის. კომპანიის მფლობელის, 56 წლის ჯეფრი ჰილდებრანდის ქონება 5,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.



12.Dec.2018 19:59
43

Germany Prepares for No-Deal Brexit to Avert Financial Turmoil

More
07.Dec.2018 19:51
59

Uzbekistan is Central Asia's most populous country, comprising nearly half the region's total

More
04.Dec.2018 23:04
62

Global Markets Weekly Update - China

More
04.Dec.2018 23:03
67

Global Markets Weekly Update - Europe

More
04.Dec.2018 23:01
76

Global Markets Weekly Update - USA

More
03.Dec.2018 19:01
63

Stocks Rally, Bonds Fall on Trade Truce; Oil Gains: Markets Wrap

More