Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამერიკამ VTB ბანკისთვის დაწესებული სანქცია გაახანგრძლივა

567a3f746ac5c
BM.GE
23.12.15 10:19
1356
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიმართ სანქციები გაახანგრძლივა. სანქციების სიაში მოხვდა VTB ბანკიც. 

ამერიკამ სანქცია დაუწესა ბანკის ყველა შვილობილ ფილიალს, მათ შორის ქართულ წარმომადგენლობასაც. საქართველოსთან ერთად, სიაში არიან ბანკის ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უკრაინის, ავსტრიის და ბელორუსიის შვილობილი კომპანიები. სანქციები გავრცელდა „ვი თი ბი“ დაზღვევაზეც. სანქციები ვრცელდება გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მოზიდვაზე, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული კაპიტალის ბაზრებიდან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკამ რუსეთს სანქციები 2014 წელს, ყირიმში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესა.