Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ამბროლაურში ახლადგახსნილი სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

56f279ea9db04
BM.GE
23.03.16 15:01
1253
დანიური კომპანია Fair Trees დაფინანსებით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ქალაქ ამბროლაურში, სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლამდე ახალგაზრდებს უფასოდ მოემსახურება.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, პაციენტებს კი პროფესიონალი ექიმი–სტომატოლოგი მოემსახურება.

დაწესებულებაში არსებული ინფრატრუქტურა ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სტომატოლოგიური კლინიკის მოსაწყობად კერძო ინვესტიცია 500 000 დანიური კრონის ოდენობით განხორციელდა.

კომპანია Fair Trees-ის დამფუძნებელი დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულია. მარიანე ბოლსის კომპანია ევროპაში, რაჭული გირჩის ექსპორტსაც ახორციელებს.