Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Amazon მეორე სათაო ოფისის მშენებლობისთვის ადგილს ეძებს

59b79286c5d5e
BM.GE
12.09.17 13:00
787
Amazon ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე სათაო ოფისის მშენებლობისთვის ადგილს ეძებს. კომპანია მშენებლობაში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის დახარჯვას და 50 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს.

"ჩვენ ველოდებით რომ მეორე ოფისი სიეტლში მდებარე სათაო ოფისის ანალოგიური იქნება. ის საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ მილიარდობით დოლარი და ასევე შევქმნათ ათი ათასობის სამუშაო ადგილი", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი.

Amazon გეგმავს ადგილი ახალი ოფისისთვის მსხვილ ქალაქში იპოვოს სადაც მილიონზე მეტი მოსახლე, სტაბილური და კომფორტული ბიზნეს გარემო იქნება.
სიეტლში მდებარე Amazon-ის ოფისი 33 შენობისგან შედგება და 40 ათას ადამიანს ასაქმებს. თავად კომპანიის გათვლით სიეტლში მათი კომპანიის ოფისის აშენებით ადგილობრივი ბიუჯეტი 38 მილიარდი დოლარით გაიზარდა.