Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გააიაფებს თუ არა თურქეთის ბაზრის გახსნა წამლებს?

BM.GE
13.01.22 11:42
404
მედიკამენტების გაიაფების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბაზრის გახსნას აპირებს. რა პრინციპით გაიხსნება თურქეთის ბაზარი და როგორ შემოვა იაფი მედიკამენტი დეტალები ჯერ არ ვიცით, სავარაუდოდ, მთავრობა თურქეთის იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანას აპირებს, საიდანაც მედიკამენტები ქართულ ბაზარზე ე.წ პარალელური იმპორტის გზით შემოდის. საინტერსოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე თურქეთი აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში ფალსიფიკაციის მხრივ მაღალ რისკიანობის მიზეზით ვერ მოხვდა, ამიტომაც სპეციალისტები იმ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არასებობის პირობებში ქვეყანაში შეიძლება დადგეს. 

უნდა აღნიშნოს, რომ თურქეთში დაბალი ფასი გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ჩარევის გამო. რას ნიშნავს ეს - სახელმწიფო აფინანსებს არამარტო მედიკამენტების დიდ ნაწილს, არამედ ის ასევე ახდენს კურსთაშორისი სხვაობის დაფარვას. ხდება ფასთა რეგულაცია, შემოღებულია ბრენდულ და ჯენერიკულ მედიკამენტებს შორის ფასთა სხვაობა, გამოყენებულია რეფერენტული ფასები რაც ჯამში იძლევა დაბალ ფასს წამალზე. პარალელურად თურქეთში ძალიან ძლიერია ადგილობრივი წარმოება. 

რა შეიძლება მოხდეს საქართველოში - სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ინსპირაცია იქნება იმპორტიორებისთვის რომ შემოიტანონ მეტი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული წამალი, რომელიც ერთ დრეს გაჩერდება. ამ პერიოდში კი პარალელურად გაჩნდება რისკი, რომ თურქეთის ბაზარზე გადართვის გამო სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოში დაკარგავენ ჩვენი ბაზრის მიმართ ინტერესს და გავლენ. 

როგორ უნდა მოვახერხოთ რეალური შედეგის მიღწევა, ზოგადად რამდენად ლოგიკურია ფასების შემცირება?

სტუმარი: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სპეციალისტი;