24.Nov.2015 14:09
Business

აფთიაქებში მედიკამენტების განვადებით გაყიდვა დაიწყო

აფთიაქებში მედიკამენტების განვადებით გაყიდვა დაიწყო
სააფთიაქო ბიზნესი მომხმარებელს სიახლეს - მედიკამენტების განვადებით სარგებლობას სთავაზობს. აღნიშნულ თემაზე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა ჯავახიშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების განვადების პრაქტიკა მომხმარებლის კმაყოფილებაზე გათვლილი სიახლეა. მისივე თქმით, GPC-ის მესიჯია - მომხმარებელმა არ გადადოს მკურნალობა, უბრალოდ გადაავადოს გადახდა. გადავადება კი მაშინ სჭირდება ადამიანს, როდესაც მთლიანი ჩეკის ღირებულება მაღალია.

"მომხმარებლისთვის მუდვად სიახლეების შეთავაზებას ვცდილობთ. ყოველწლიურად  გარკვეული კვლევები ტარდება, სადაც იდეების გატესტვა მიდის. შესაბამისად, განვადების თემზე დიდი ხანია ვმუშაობთ. სატესტო რეჟიმში ჩაშვებული გვქონდა რამდენიმე რეგიონში, საიდანაც მომხმარებლებისგან დიდი კმაყოფილება მოვიდა. ამ თვეში უკვე ჩვენს ქსელში საქართველოს მასშტაბით ჩავუშვით.

ამის საჭიროება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. თუნდაც, როდესაც ერთიანად ვერ იხდის მკურნალობისთვის მომხმარებელი თანხას და მისი გადავადება უწევს. ჩვენი მესიჯია, რომ ნუ გადაავადებ მკურნალობას, უბრალოდ გადაავადე გადახდა. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება და ამ შემთხვევაში და ვიცით, რომ ყველაფრის ერთდროულად შეძენა საკმაოდ დიდი ხარჯია. არის ისეთი დაუგეგმავი სიტუაციები, როდესაც რეალურად აუცილებელ, საჭირო პროდუქტზე უარის თქმა გიწევს. ამიტომაც ვაძლევთ ჩვენ განვადებით ამის საშუალებას. ეს რეცეპტთან არანაირ კავშირში არ არის. განვადება ამ პრობლემას ვერ მოხსნის. რეცეპტი მითითებულ მედიკამენტზე მაინც საჭირო იქნება. ეს გახლავთ დამატებითი შეთავაზება, ახალი სერვისი ჩვენი მომხმარაბლებისთვის, რომ გარკვეულ საკითხებში მათ გვერდში დავუდგეთ. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტებს, არამედ აფთიაქში წარმოდგენილ ყველა პროდუქტს ეხება. განვადების თემა როდესაც შემოვიდა, ერთიანად ყველა პროდუქტს შეეხო, რაც ჩვენი ქსელის აფთიაქებში იყიდება. განვადება მაშინ სჭირდება ადამიანს, როდესაც მთლიანი ჩეკის ღირებულება მაღალია. ჩვენი შეთავზება  ას ლარზე მეტ თანხას მოიცავს’’- აცხადებს თეა ჯავახიშვილი.

GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მედიკამენტების განვადების სისტემა შიდა არ არის და ის სტანდარტული საბანკო განვადებაა. 

"ეს არ გახლავთ შიდა განვადება. ეს არის საბანკო განვადება. როგორიც არის განვადების პრაქტიკა სხვა სფეროებში ასეთივეა ჩვენთანაც, სააფთიაქო სფეროში, მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომელიც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. ადამიანი, რომელიც 120 ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, მას არაფერი უძვირდება. ყველა სახის დამატებით ხარჯს GPC ფარავს. ფასების გაზრდა იმის გამო, რომ მომხმარებელს სასარგებლო და საინტერესო პროექტი შესთავაზო ჩვენი მხრიდან დაუშვებელია. ამას გამოვრიცხავთ. ყველაფერი ხდება სააფთიაქო სივრცეში. ფარმაცევტი აკეთებს სააფთიაქო პროგრამაში, მაგრამ დამტკიცებას აკეთებს ბანკი", - აღნიშნავს თეა ჯავახიშვილი.
 
Author ბიზნესკონტაქტი



18.Jan.2019 11:30
82

Construction products will undergo quality control

More
10.Jan.2019 15:31
206

Bank of Georgia appoints Archil Gachechiladze as Chief Executive

More
28.Dec.2018 19:54
592

“Nenskra HPP structures will be constructed with the same advanced technologies that, from seismic and environmental standpoint, are used in regions like ours”.

More
28.Dec.2018 19:06
623

Prime Minister Visits Apple Chips Plant in Ditsi Village

More
28.Dec.2018 18:59
468

“Ad Valorem and Fixed Excise Tax to Be Equalised in the Long Term”

More
27.Dec.2018 16:33
483

Georgia’s Position on Ease of Paying Taxes Ranking Improves Due to the Tax Reforms

More