Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება: საქართველოში ძალიან ბევრი წერტილია, სადაც აეროპორტის გაკეთებაა შესაძლებელი

58fdcfe24d646
BM.GE
24.04.17 14:12
1155
"საქართველოში ძალიან ბევრი წერტილია, სადაც შესაძლოა აეროპორტი გაკეთდეს ან განხორციელდეს მოდერნიზაცია", - განაცხადა "საქმის კურსთან" საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ. მისი თქმით, უწყება შიდა აეროპორტების განვითარების ზოგად კონცეფციაზე მუშაობს.
ამასთან, ალექსიძე განმარტავს, რომ საქართველოში არსებული საერთაშორისო აეროპორტები სრულად უზრუნველყოფს არსებულ გამოწვევებს.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ქვეყნის სივრცითი მოწყობა, რაც თავისთავად გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით მნიშვნელვანი ადგილი უკავია მცირე აეროპორტების განვითარებას. ასე მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ ომალოს მიმართულებაზე.

რაც შეეხება თელავის აეროპორტს, - ძალიან საინტერესოა , ვფიქრობთ, რომ შიდა მობილობისთვის იყოს გამოყენებული და განხილული იყოს სხვა საინტერესო პროექტებისთვის", - განაცხადა ალექსიძემ.