"მოვალეთა რაოდენობის დაახლოებით, 90 პროცენტი გაკოტრების საქმის შეჩერების მომხრე იყო", - აღნიშნულის შესახებ გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა. მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ სასამართლოს აუდიტის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, "მაესტრო" გადახდისუნარიანია.
"ლევან გაჩეჩილაძემ სასამართლოს ორი აუდიტის დასკვნა წარუდგინა. აუდიტში დეტალურად წერია, რომ მაესტრო არ არის გადახდისუუნარო. მისი შემოსავლები, რომელიც დაგეგმილია და არის დაახლოებით 10 მილიონი ლარი, სრულად ფარავს იმ მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს, რომელიც მაესტროს აქვს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს იყო მაესტროს მიზანმიმართული და ხელოვნური გაკოტრება", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით "მაესტროს" გაკოტრების საქმე შეწყდა.