Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

9 ან 10 მარტს ფინანსთა მინისტრი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდება

56d57d821d46c
ელენე გოგბერაშვილი
01.03.16 15:28
1037
9 ან 10 მარტს ფინანსთა მინისტრი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე პასუხად განაცხადა, შეხვედრა მოგების გადასახადის რეფორმის საკითხს შეეხება.
 
"თუ არ ვცდები 9-10 მარტს იქნება ჩანიშნული ეს შეხვედრა. მათ არგუმენტებსაც მოვისმენ. ჩვენ მოვისმინეთ ბანკების არგუმეტაცია და ვაგრძელებთ მუშაობას ბანკების ასოციაციასთან. ჩვენ რამდენიმე კვირა კიდევ გვაქვს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბიზნესის ყველა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდეთ და მათი არგუმენტები მოვისმინოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები და გვინდა არგუმენტების ჭიდილში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმა კომერციულ ბანკებზე და სადაზღვევო კომპანიებზე არ ვრცელდება. კომერციული ბანკების განცხადებით, მათთვის გაუგებარია რატომ არ ეხება ბანკებს მოგების რეფორმა, რომელსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. ისინი ითხოვენ, რომ მოგების გადასახადის რეფორმა ბანკებზეც გავრცელდეს, რაც რეფორმის ესტორნურ მოდელში გათვალისიწნებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ შეხვედრა ბანკების წარმომადგენლებთან გასულ კვირას გამართა.