Home
Category
TV Live Menu
Loading data...

6 რჩევა, რომელიც წარმატებულ ბიზნესმენად გაქცევთ

56f7f8e825d7c
ვიქტორია საკუროვა
27.03.16 19:10
1233
არავის უნდა იყოს უცვლელი პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხოლო ვინც ასეთ გზას ირჩევს, წარუმატებლობას მიჰყვება. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ჩვენზე ნაკლები იცოდნენ, თუმცა სწრაფად მოძრაობდნენ კარიერულ საფეხურებზე ეს კი საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობის შედეგია. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მიუახლოვდით წარმატებას.

1. გასცდით საზღვრებს

რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გაიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა აუცილებელია გასცდეთ კომფორტის ზონას. ალბათ, უამრავი მავნე ჩვევა გაქვთ, რომელიც განვითარებაში ხელს გიშლით, მათზე უარის თქმა რთულია, თუმცა საჭიროა დისციპლინისა და პროდუქტიულობისთვის, თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ.

ცხადია, ასეთი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე პატარა სტრესს გამოიწვევს, თუმცა ახლის არ ცდა, მხოლოდ მოსალოდნელი რეგრესის მაჩვენებლად თუ გამოდგება. გამოიყენეთ აწ უკვე განთავისუფლებული დრო იდეების გამოცდისა და საჭირო სფეროში განათლებისთვის, შედეგი სულ მალე გახდება თვალსაჩინო.

"წარმატებული ადამიანი - პიროვნება, რომელმაც გააკეთა ის, რასაც სხვები მხოლოდ აპირებდნენ.“ - ჯონ როკფელერი.

2. უარი თქვით "ერთ წუთიან" საუბრებზე

თქვენი პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდე დროს ხარჯავთ რეალურ საქმეზე. მუშაობისას, როდესაც გთხოვთ სასწრაფო საუბარს „მხოლოდ ერთი წუთით“, ის, ხშირ შემთხვევაში, 5 წუთიანად გადაიქცევა, უარესი - ერთი საათი. მას შემდეგ ვხარჯავთ დროს დასრულებული საუბრის გააზრებაზე და უკვე 90 წუთის შემდეგ ვუბრუნდებით საქმეს. რას იწვევს ეს? იკარგება კონცენტრაცია ძირითადზე, ადამიანი იწყებს ნერვიულობას, ეფანტება იდეები, რაც ასევე სტრესულ მდგომარეობას განაპირობებს, ის კი, თავის მხრივ, პროდუქტიულობის შემცირებას, გაქრობას.

მსგავსი პრობლემის ასარიდებლად, მუშაობისას, კატეგორიული უარი განაცხადეთ, არ გაებათ „ერთ წუთიანი“ საუბრის მახეში, რომლიდან გათავისუფლებაც, მიჩვევის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია.

3. შეკრიბე საუკეთესო გუნდი

ეს, რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული პრობლემაა ახალი ბიზნესის წამოწყებისას. მართალია, დღეს უამრავი წარმატებული სტარტაპი ერთი ადამიანის მიერაა შექმნილი (Facebook, Twitter, Slack, Uber, Airbnb), თუმცა ეს მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია, რადგან მათ უკან უძლიერესი სამუშაო ჯგუფები იმალება.

მაგალითად, Facebook-ი ვერ იქნებოდა ისეთივე წარმატებული, როგორც დღეს, იმ შემთხვევაში, თუ მასზე მხოლოდ მარკ ცუკერბერგი იმუშავებდა. მოძებნეთ ნიჭერი თანამშრომლები, რომლებიც იმავე ხედვას იზიარებენ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ეს არაა საკმარისი საუკეთესო ჯგუფის შექმნისთვის ისევე, როგორც ერთი ადამიანის მუშაობა წარმატებული სტარტაპისთვის.

4. დღის დასაგეგმად გამოიყენეთ კალენდარი

ე.წ To do list-ების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი დახმარებით ადვილია საქმის გადადება, რაც, ხშირ შემთხვევაში, დაუსრულებლად გრძელდება.

გამოიყენეთ კალენდარი, გადაანაწილეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით, პირველ რიგში მოაქციეთ ყველაზე რთული, უსიამოვნო და ბოლოსთვის მარტივი საქმეები მოიტოვეთ, ამ მეთოდს მილიარდერი ბრაიან თრეისი „ბაყაყის ჭამას“ უწოდებს (ბაყაყი არის ყველა ის საქმე, რომელიც პირველ რიგში უნდა მოვაგვაროთ რადგან დასაწყისში მისი შესრულებით (ანუ ჭამით) ყველაფერი სხვა მარტივად გამოიყურება).

5. გაზომეთ საკუთარი წარმატება

ბიზნესის ამუშავების შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „მივიღე ის შედეგი, რომელსაც ველოდი?“. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ იფიქროთ ამ ბიზნესის წარმატებაზე, იქნებ თავიდანვე არასწორად გამოთვალეთ, არასწორად დაისახეთ მიზანი ან თქვენი გეგმა არ მუშაობს ან საერთოდ არ ინტერესდებით თქვენი სტარტაპის წარმატება/წარუმატებლობით? რა ხდება ასეთ შემთხვევებში? დიდი ალბათობით, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

თუ გინდათ რომ უმეტეს ახალ ბიზნესმენზე უკეთესი იყოთ, ყოველთვის ( თვეში/კვირაში ერთხელ) გაზომეთ, გამოითვალეთ პროგრესი.

6. ისწავლეთ სხვების შეცდომებზე

რა თქმა უნდა, საკუთარ შეცდომებზე სწავლას, ხშირ შემთხვევაში, კარგ შედეგამდე მივყავვართ, თუმცა ეს სულ სხვა თემაა. უნდა ვისწავლოთ სხვების დაცემის ცხოვრებისეული გაკვეთილის სახით აღქმას, რადან, ფაქტია, ვერ მოვასწრებთ ყველა შეცდომის დაშვებასა და გააზრებას.

არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომელიც ცუდი მხრიდან წარმოგვიჩენდა სხვის შეცდომებზე სწავლას, ცხადია ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ აღარ დავუშვებთ, არამედ მაჩვენებელია იმისა, რომ ამიერიდან ცხოვრება მარტივდება, შეგვიძლია ავერიდოთ იმას, რის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით.

„გამარჯვება მეტად საამოა იმ შემთვევაში, თუ წაგება იგემეთ“. - მალკოლმ ფორბსი
IHUB Tbilisi 
addicted2success.com