Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება

5a9018570c65d
BM.GE
23.02.18 17:33
762
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ახალი ხორცი“ ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა.