27.Dec.2015 21:52
Cryptocurrencies

5 წიგნი, მარკ ცუკერბერგისგან რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

5 წიგნი, მარკ ცუკერბერგისგან რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენები, ინვეტორები და კომპანიების დამფუძნებლები ხშირად ადგენენ იმ წიგნების სიას, რომლის წაკითხვასაც საზოგადოებას ურჩევენ. "ფეისბუქის" დამფუძნებელმა თავის რჩეულ წიგნებზე საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. ცუკერბერგის რჩეული წიგნების უმეტესად სამეცნიერო ხასიათისაა.
 
1. რატომ მარცხდებიან ერები (Why Nations Fail) – წიგნი პირველად 2012 წელს გამოიცა, მისი ავტორები კი ეკონომისტი დარენ აკემოგლუ და პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარი ჯეიმს რობინსონი არიან. ავტორების მტკიცებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში მის სიმდიდრესა და სტაბილურობას ყოველთვის არ უზრუნველყოფს. მეცნიერები ამბობენ, რომ ექსტრაქტულ მთავრობებზე მეტად ინკლუზიური მთავრობების მმართველობა ამართლებს, რაც ქვეყანაში ღია ბაზარს ქმნის, მოქალაქეებს კი მეტი ინვესტირების საშუალებას აძლევს. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, წიგნი მას გლობალური სიღარიბის ფაქტის ამოხსნაში ეხმარება.

2. რაციონალური ოპტიმიზმი, - წიგნის ავტორი მატ რიდლია, წიგნის გამოშვების თარიღი 2010 წელია. ავტორის მტკიცებით ბაზრის მთავარი წყარო ადამიანური პროგრესია, პროგრესის მიღწევისთვის კი ადამიანებისთვის მაქსიმალური თავისუფლებაა საჭირო. ცუკერბერგი ამბობს, რომ წიგნი მისი პირველი არჩევანის (რატომ მარცხდებიან ერები) საწინააღმდეგო დებულებას ეფუძნება. პირველ შემთხვევაში მეცნიერები წერენ, რომ სოციალური და პოლიტიკური ძალები ეკონომიკური ძალების კონტროლს ახდენენ.

3. სიღარიბის პორთფოლიო (Portfolios of the Poor), - წიგნის ავტორები თითქმის 10 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და ბანგლადეშის დაბალი კლასის ფინანსურ ცხოვრებას. რატომ ცხოვრობს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დღეში 1 დოლარად? - მეცნიერები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსურ ინსტიტუტებზე ხელმიუწვდომლობაა.

4. გენომი, - ეს მატ რიდლის მიერ დაწერილი მეორე წიგნია, რომელიც მარკ ცუკერბერგის სიაში მოხვდა. წიგნი გასული საუკუნის ბოლოს დაიწერა და მისი ავტორი ადამიანური ქცევის საფუძვლებს მის გენეტიკაში ეძებს.

5. რელიგიური გამოცდილების ნაირფეროვნება, - ამერიკელი უილიამ ჯეიმსის ნაშრომი სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებზე და ინდივიდების მიერ რელიგიის გამოყენებაზეა შექმნილი.



26.Oct.2018 14:14
156

Bitfury May Hold First EU Crypto IPO

More
10.Oct.2018 10:51
363

Bitfury Launches New Enterprise Grade Bitcoin Mining Server

More
12.Sep.2018 15:38
277

Crypto Miner Bitfury Is Using Magic Baths to Keep Machines Cool

More
17.Jul.2018 14:51
434

Million-Dollar Box Conjures Up a Fortune for Bitcoin Visionary

More
29.May.2018 21:31
1021

Georgian Blockchain Startup Receives $1m Investment from Silicon Valley

More
23.May.2018 16:00
355

New Blockchain Service - Million Transactions per Second

More