Home
Category
TV Live Menu
Loading data...

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ინტერკონტინენტალ თბილისი წლის ბოლოს გაიხსნება

56c2e5a87e53a
BM.GE
16.02.16 12:59
1478
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ინტერკონტინენტალ თბილისი წლის ბოლოს გაიხსნება. როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია Adjara Group-ში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სასტუმრს გახსნის დეტალებზე დაიწყება მუშაობა.
 
"სასტუმროს დიზაინიდან და ბრენდიდან გამომდინარე, მსგავსი ანალოგი რეგიონში არაა. საქართველოში, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სავარაუდოდ წლის ბოლოს გაიხსნება“, - აცხადებენ "აჭარა გრუპში".

ინტერკონტინენტალ თბილისი 210 ნომრიანი იქნება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები და სპა ცენტრი.

პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონი დოლარია, რომელიც "იბიარდისა" და საქართველოს ბანკის დაფინანსებებს მოიცავს.