30.Jan.2016 20:51
World

5 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა წელს ყველაზე იაფი დაგიჯდებათ

5 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა წელს ყველაზე იაფი დაგიჯდებათ
გამოცემა skyscanner-მა იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც 2016 წელს მოგზაურობა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ. გამოცემამ რეიტინგის შედგენისას ქვეყნის შიგნით ტრანსპორტის, საკვებისა და სასტუმროების ფასები გაითვალისწინა.
 
ინდოეთი - ქვეყანაში 1 დღის საცხოვრებელი ხარჯი დაახლოებით 15 ევროა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხაში შედის, ტრანსპორტის, საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. ამ თანხით, ტურისტი მაღალი კლასის სასტუმროში ღამის გათენებას ვერ შეძლებს, თუმცა ქვეყანაში არაერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო მდებაროებს, სადაც მოგზაურებს ღამის გათენება შეღავათიან ფასად შეუძლიათ. ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გოაა. ქართული ტურისტული კომპანიები გოას მიმართულებით 1 კვირიან ტურებს მომხმარებლებს დაახლოებით 1000 დოლარიდან სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ცხოვრება ტურისტს საკმაოდ იაფი უჯდება, თუმცა ტურს ავიაბილეთის ფასი აძვირებს.

უნგრეთი - საუზმე 2 ევრო, მატარებლის ბილეთი 1 ევრო, - ბუდაპეშტი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის სადაც მოგზაურობა შეღავათიან ფასად შეიძლება. ბუდაპეშტი ქართველებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ერთ კვირიანი ტურის შეძენა დაახლოებით 300 ევროდან არის შესაძლებელი.

ესპანეთი -საქართველოდან ბარსელონას მიმართულებით 1 კვირიანი ტურის შეძენა დაახლოებით, 400 ევროდან არის შესაძლებელი. ქალაქი skyscanner-ის ყველაზე იაფი მიმართულებების სიაშიც მოხვდა.

ირლანდია - "დუბლინში მოგზაურობა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქალქში ერთი ღამის გათენება 6 ევროდ არის შესაძლებელი. დუბლინის მიმართულებით 5 დღიანი ტურის შეძენა საქართველოში დაახლოებით 400 ევროდან არის შესაძლებელი.

შრი-ლანკა - "დღეში 25 ევროდ შრი-ლანკაზე ნამდვილად შეძლებთ მეფურად ცხოვრებას“, - წერს skyscanner-ი. საქართველოდან შრი-ლანკაზე სამოგზაურო ტურის ღირებულება, დაახლოებით 800 დოლარია.



18.Jan.2019 01:16
24

British stocks shrug off politics as results drive big moves

More
18.Jan.2019 01:11
69

Facebook took down disinformation networks linked to Russia

More
18.Jan.2019 01:00
59

Berlusconi announces candidacy for European elections due to "sense of responsibility"

More
08.Jan.2019 17:22
113

These Could Be the World’s Biggest Economies by 2030

More
27.Dec.2018 01:24
468

Oil erases Christmas plunge with 9% gain. But its 2018 crash remains a big worry

More
25.Dec.2018 19:47
482

Global Markets Weekly Update - Japan and China

More