Home
Category
TV Live Menu
Loading data...

30 მაისს დედამიწასა და მარსს შორის მანძილი ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდება

572bac247c100
BM.GE
06.05.16 00:23
1219
წითელი პლანეტა ბოლო 11 წლის განმავლობაში დედამიწას ყველაზე მეტად 30 მაისს მოუახლოვდება. თვის ბოლოს დედამიწასა და მარსს შორის მანძილი 75,3 მილიონი კილომეტრი იქნება. შედარებისთვის წელიწადის კონკრეტულ პერიოდებში მარსი დედამიწისგან 400 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული.
 
NASA-ს კოსმოსური ცენტრის ინფორმაციით, 18 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, წითელი პლანეტა ბევრად უფრო კაშკაშა და მოცულობითი იქნება. NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლანეტის დანახვა შეუიარაღებული თვალითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა დედამიწის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა დროს.

2003 წელს მარსი და დედამიწა ერთმანეთს რეკორდულად დაუახლოვდნენ და ორ პლანეტას შორის მანძილი 55,758,006 კილომეტრი იყო, რაც ბოლო 60,000 წლის განმავლობაში არ მომხდარა.